logo
ENG



პაპუაშვილი სასულიერო პირების შესახებ გავრცელებულ მასალებს "მოდელირებულ ქრონიკას" ადარებს

13 სექ 202113:26
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი სასულიერო პირების შესახებ გავრცელებულ მასალებს "მოდელირებულ ქრონიკას" ადარებს

შალვა პაპუაშვილი სასულიერო პირების შესახებ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომზადებულ მასალებსა და მათ გავრცელებას "მოდელირებულ ქრონიკას" ადარებს.

ქართული ოცნების წევრის თქმით, ეს მასალები ფაბრიკაციაა და მას ნაციონალური მოძრაობა იყენებს "აჟიოტაჟის ასატეხად". 

პაპუაშვილი სასულიერო პირების სავარაუდო თვალთვალსა და ამ მასალის გავრცელებას "პროპაგანდის სამაგალითო შემთხვევას" უწოდებს.

„რატომაც მოდელირებული ქრონიკის გაკეთება იყო საჭირო და სჭირდებოდა ნაციონალურ მოძრაობას, სწორედ ამიტომ სჭირდება ახლა ასეთი სახის ტალახის სროლა. ეს გახლავთ ტიპური ფორმა რუსული პროპაგანდისა, როდესაც ხდება ფაბრიკაცია, რაღაც ისტორიების გამოგონება და დაბრალება. შემდეგ ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა, თითქოს ვინმეს რამე საქმე უნდა ჰქონდეს სამართლებრივად.

ეს არის პროპაგანდის სამაგალითო შემთხვევა. ამ ფაბრიკაციების უკან რაიმე მტკიცებულება არსებობს, რომელიც იქნება დამაჯერებელი? გარდა იმისა, რომ ვხედავთ რაღაც სქრინებს, ტექსტებს, აკრეფილს რომელიღაც კომპიუტერში", - ამბობს პაპუაშვილი.

რამდენიმე საათის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფაილები, რომლებიც, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის შექმნილი და ასახავს სასულიერო პირების, მათთან დაკავშირებული ადამიანების პირად ცხოვრებასა და კავშირებს.

დეტალურად მასალების შესახებ წაიკითხავთ ბმულზე.


close დახურვა